logo
ENG



ომბუდსმენი საკანონმდებლო ცვლილებებზე: შესაძლოა, საკონსტიტუციოს მივმართოთ

16 თებ 202615:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/16/a3yjd1ky1s2ul2l.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, ლევან იოსელიანი ეხმაურება ქართული ოცნების პარლამენტში ამჟამად მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომლის ფარგლებში განიხილება 7 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილებები.

ამასთან, ეხმაურება ქართული ოცნების მიერ დღეს წარდგენილ მორიგ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც, შემოაქვთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც "საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას" და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.

ომბუდსმენის თანახმად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.


close დახურვა