logo
ENG



სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა იქნება საჭირო

16 თებ 202618:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/16/vqf71a2o0tyf0fg.jpg

სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა იქნება საჭირო. ქართულ ოცნებას შესაბამისი ცვლილება ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეაქვს.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშის გამოყენება. ცვლილებით კი, სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის აგრეთვე აუცილებელი იქნება სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია - "მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის ხელის შეწყობა".

 

2026 წლის პირველ მარტამდე გარემოს დაცვის სამინისტრო "სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს" გამოსცემს - თანხმობის პროცედურებისთვის.


close დახურვა