logo
ENG



გურიის მოამბე: ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად "ჯუმათა" საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

17 თებ 202619:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/17/jstmdmeezsam520.jpg

გურიის მოამბე წერს, რომ 55 წლის ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად "ჯუმათა" საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.

როგორც გამოცემა წერს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კაცი მანქანაში ჩაჯდა - სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.

მისი მდგომარეობა მძიმეა.

ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. 


close დახურვა