logo
ENG



კალაძე: ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას – არა

24 თებ 202616:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/24/m887jfgik2ftume.png

ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას – არა, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

„წლების წინ მახსოვს, როდესაც უცხოელი ბიუროკრატი საქართველოზე რამეს იტყოდა, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, სრულ ჭეშმარიტებად ითვლებოდა. ასეთი დამოკიდებულება არსებობდა. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაშიც, მსოფლიოშიც. ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ არსებობს. საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება პირველად არ აქვთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, თუმცა მათაც უნდა სცენ პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და POSTV დაასანქცირა - ლონდონი მათ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.


close დახურვა