logo
ENG



ტელეკომპანიის სანქცირებამდე ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა

24 თებ 202619:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/24/krlp0obfxlw2ymw.png

ტელეკომპანიის სანქცირებამდე ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, POSTV-ის წილები ასეა გადანაწილებული: თემურ ჭარელაშვილი ფლობს 24%-ს, შალვა რამიშვილი — 24%-ს, ხოლო პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე — 52%-ს. ამასთან, კომპანიის წილის მმართველად მითითებულია ზაზა მარიდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის წილი 2022 წლის ოქტომბერში 520 000 ლარად შეიძინა და 2026 წლის 30 იანვრამდე თავადაც ასრულებდა წილის მმართველის ფუნქციას. თუმცა, დაახლოებით სამი კვირის წინ რეესტრის ამონაწერი განახლდა და ამ პოზიციაზე უკვე ზაზა მარიდაშვილი ფიქსირდება.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მარიდაშვილი ასევე ხელმძღვანელობს რაგბის კლუბი იბერიონი-ს დირექტორის სტატუსით.

მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა „ტელეიმედის“ საკუთრების სტრუქტურაშიც. 2026 წლის 6 თებერვალს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძე-ს ჰოლდინგმა კომპანია ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი-ში არსებული 50%-იანი წილი, რომელიც ასევე მოიცავს GDS-სა და რადიო იმედი-ს, გაასხვისა კომპანიაზე პრაიმ მედია გლობალი. დარჩენილი 50% ტელეკომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის ნაწილდება — მარიამ ლომიძე, ვასილ კალანდარიშვილი, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩიგოშვილი, თითოეულს 10%-იანი წილით.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და POSTV დაასანქცირა - ლონდონი მათ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.


close დახურვა