logo
ENG



გორდულაძე: იმის მიუხედავად, რომ გული არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში დაიღუპა, გულით

24 თებ 202619:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/24/26vlikxiecgaayd.png

დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა - ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს, - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირებას.

„იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „კამიტის“ თემა შეთხზა…

დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა…

ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს…

მიუხედავად იმისა, რომ გული საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა, გულით…“, - წერს გორდულაძე.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და POSTV დაასანქცირა - ლონდონი მათ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.


close დახურვა