აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა-ში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთი-სა და ჩინეთი-ს სადაზვერვო საქმიანობის შესახებ.
დოკუმენტის ოფიციალური აღწერის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია, მომზადდეს ანგარიში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ საქართველოში, ასევე სხვა "დაკავშირებულ საკითხებზე".
კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინეს და იმავე დღეს განსახილველად გადაეცა House Foreign Affairs Committee-ს.
ინიციატივას კოსპონსორობას უწევს კონგრესმენი სტივ კოენი.
ამ ეტაპზე კანონპროექტი საკანონმდებლო პროცესის საწყის ეტაპზეა და ჯერ მხოლოდ კომიტეტში განიხილება. დოკუმენტი არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ სანქციებს ან სხვა უშუალო ზომებს და მისი მთავარი მიზანია შესაბამისი ინფორმაციისა და შეფასების მომზადება.
