დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
ელჩმა უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
დიპლომატის დაბარება უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, დაესანქცირებინა "იმედი" და POSTV.
"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილი განცხადებით, ელჩისგან განმარტებას მოითხოვენ, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა აღნიშნული გადაწყვეტილება. მინისტრის თქმით, სანქციების დაწესებას აუცილებელია ჰქონდეს მყარი და დასაბუთებული სამართლებრივი საფუძველი.
