თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანიმა გამოაცხადა.
ჩხარტიშვილი სასამართლოში სოციალურ ქსელ Facebook-ზე სხვის პოსტზე გაკეთებული კომენტარის გამო იყო დაბარებული. თავად პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სადავო კომენტარი შესაძლოა მას არც ეკუთვნოდეს. მისი თქმით, მსგავსი შინაარსის ტექსტის დაწერა არ ახსოვს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი „სულისკვეთება“ მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმა „ცოტა უხეშია“.
ჩხარტიშვილმა ასევე თქვა, რომ პროცესის ნაწილი ადვოკატის გარეშე ჩატარდა და სახაზინო დამცველი არ დაუნიშნეს. მისი შეფასებით, აზრის გამოხატვის გამო ადამიანის დაპატიმრება „დიქტატურისკენ სვლას“ ნიშნავს.
