logo
ENG



მედია: ავიაიერიშებს ირანში IRGC-ის მაღალი რანგის მეთაურები და რეჟიმის ოფიციალური პირები ემსხვერპლნემ

28 თებ 202616:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/28/14ezshebwe31uze.jpeg

ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ირანულ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

Reuters-ის წერს, რომ სამი წყაროს ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ნასრიზადე და რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ ფახფური.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა ირანში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია და ირანის რევოლუციურ გვარდიას იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი აიათოლას რეჟიმის დასრულებაა. 

ირანის უსაფრთხოების საბჭომ თეირანისა და სხვა მსხვილი ქალაქების მოსახლეობას მოუწოდა, დამატებით მითითებამდე დარჩნენ უსაფრთხო და დაცულ სივრცეებში.

თვითმხილველების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა გადაკეტეს გზები თეირანის იმ რაიონში, სადაც განთავსებულია უზენაესი ლიდერის, პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის და პარლამენტის ადმინისტრაციული ოფისები.

 


close დახურვა