დუბაიში საცხოვრებელ ზონაში აფეთქება მოხდა. პალმ-აილენდის საცხოვრებელ უბანში რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ასევე, მედიის ინფორმაციით, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა დაშავდა. აფეთქებების ხმა გაისმა დოჰაშიც.
ტერიტორიაზე ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვა კატარის საგარეო უწყებამ "მკაცრად დაგმო".
"კატარი სრულ უფლებას იტოვებს, რომ ამ თავდასხმას უპასუხოს", - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
