logo
ENG



მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეი მვდარია - ნაპოვნია მისი ცხედარი

01 მარ 202600:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/01/l4i4ysck6rk218e.png

აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა, ვაშინგტონში ამერიკელ ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

რავიდის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის ელჩმა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად მიაწოდა.

ამასთან, Channel 12-ის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს უკვე წარუდგინეს მასალები, რომლებიც ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპვას ადასტურებს.

დამატებით, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ხამენეის ცხედარი აღმოჩენილია.

 


close დახურვა