logo
ENG



მეამა: არ გვითქვამს უარი ყველაზე რეიტინგულ ტვ იმედთან და პოსტვსთან თანამშრომლობაზე

01 მარ 202616:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/01/v870bmgiryx9nko.jpg

კომპანია მეამა განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ არ უთქვამთ უაი "საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან - TV იმედთან და PosTV-სთან თანამშრომლობაზე". მათივე თქმით, "ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ტელევიზიის ეთერში".

"გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე.

კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა.

ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

28 თებერვალს მეამას დირექტორმა ლაშა შარიქაძემ ფორმულას ჟურნალისტს უთხრა, რომ არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას.


close დახურვა