საერთაშორისო აკადემიურმა საზოგადოებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა. ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებენ.
პეტიციას ხელს აწერენ საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პარტნიორი ორგანიზაციები - ისინი სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს აკადემიურ საზოგადოებას.
პეტიცია ეხმიანება უმაღლესი განათლების სფეროში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ინსტიტუციურ ავტონომიას და საერთაშორისო თანამშრომლობას.
პეტიცია მოუწოდებს საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას, დაიცვან უნივერსიტეტის ფუნდამენტური ღირებულებები, დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით და გამოხატონ მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
