logo
ENG



შაბათის ფორმულას სიუჟეტის შემდეგ, ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი დააკავეს

04 მარ 202619:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/04/a9wvts4dnmut591.jpg

შაბათის ფორმულას მიერ უფლებადამცველ მიხეილ კაჭკაჭიშვილზე გაკეთებული სიუჟეტის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში, ფინანსურმა პოლიციამ მიხეილ კაჭკაჭიშვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველ მიხეილ კაჭკაჭიშვილზე შაბათის ფორმულამ სიუჟეტი 2024 წელს მოამზადა. სიუჟეტში საუბარი იყო, თუ როგორ ემუქრებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას მიხეილ კაჭკაჭიშვილი მის ყოფილ ბიზნესპარტნიორს ნანა შამათავას და მის შვილს.

მიხეილ კაჭკაჭიშვილის აგრესია სასამართლო დავას მოჰყვა, სადაც ნანა შამათავა მას თაღლითობაში სდებდა ბრალს.

შაბათის ფორმულას სიუჟეტი:


close დახურვა