logo
ENG



რუსეთი ირანს აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის

07 მარ 202615:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/07/rb9fpsasz0859u1.png

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთი ირანს აწვდის სამიზნე სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ძალებსა და ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვას ეხება. ამის შესახებ ინფორმაცია 6 მარტს გამოცემა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) აშშ-ის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ამით დადასტურდა ადრე The Washington Post-ში გამოქვეყნებული ცნობაც, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ირიბად მონაწილეობს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში.

მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით დაიწყო, რუსეთმა თეირანს გადასცა ინფორმაცია ამერიკული სამხედრო აქტივების, მათ შორის საბრძოლო ხომალდებისა და სამხედრო თვითმფრინავების მდებარეობის შესახებ. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნულს „საკმაოდ ფართომასშტაბიანი ძალისხმევა“ უწოდა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალები სადაზვერვო მონაცემების გადაცემის მასშტაბსა და მექანიზმზე არ გაამჟღავნეს.

რუსეთის საელჩოს ვაშინგტონში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ოფიციალური მოსკოვი საჯაროდ კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდებს და მას ირანის წინააღმდეგ „არაპროვოცირებულ შეიარაღებულ აგრესიად“ აფასებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 6 მარტს ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანი ტელეფონით ესაუბრა და საბრძოლო მოქმედებების „დაუყოვნებლივ დასრულებისკენ“ მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის შესაძლო დახმარებას კონფლიქტის მიმდინარეობაზე გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას „სულელური შეკითხვა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა არ არის.

 


close დახურვა