ვლადიმირ პუტინმა მოჯტაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანის მხარდაჭერა.
„ახლა, როდესაც ირანი ეწინააღმდეგება შეიარაღებულ აგრესიას, თქვენი მოღვაწეობა ამ მაღალ თანამდებობაზე უდავოდ მოითხოვს დიდ სიმამაცესა და თავდადებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად გააგრძელებთ მამის საქმეს და გააერთიანებთ ირანელ ხალხს მძიმე განსაცდელის წინაშე.
ჩემი მხრიდან მინდა, დავადასტურო ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა თეირანისადმი და სოლიდარობა ირანელ მეგობრებთან. რუსეთი იყო და იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის სანდო პარტნიორი. წარმატებას გისურვებთ თქვენ წინაშე არსებული რთული ამოცანების გადაჭრაში, ასევე ჯანმრთელობასა და სულიერ სიძლიერეს“, – წერს პუტინი.
