logo
ENG



ტრამპის თქმით მოკავშირეებმა ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან

16 მარ 202613:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/16/pohz4nbebh185kn.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს იტყვიან, ეს NATO-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება. ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპის თქმით, ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ნავთობზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მოიპოვება. "თუ რეაგირება არ იქნება ან თუ ეს უარყოფითი რეაგირება იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის'', - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში მარტის ბოლოს დაგეგმილი სამიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტი შესაძლოა გადაიდოს. ტრამპის თქმით, ის ჩინეთისგან ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებას ელის. მისი მტკიცებით, ჩინეთი ნავთობის დიდ ნაწილს ჰორმუზის სრუტის მეშვეობით იღებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა ვითარებას "დაძაბული" უწოდა, რაც მისი შეფასებით ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას.

"ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან რეგიონული ტურბულენტობის მიერ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა", - განაცხადა ლინ ძიანმა

 

 


close დახურვა