საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი Euroscope-თან აცხადებს, რომ დღეს საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ქართული ოცნების ქმედებების გამო ჩამორჩება.
ის ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვების მიმართულებით "უფრო შორს წასვლა" შეუძლიათ.
"საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინას ქართული ოცნების საქციელის გამო, რეპრესიების გამო, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი პრესის და ოპოზიციის წინააღმდეგ. [...]
საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებას, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატა. თუ მას სურს ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს, იცის რა უნდა გააკეთოს. ეს გზა წინ ვერ წავა ვიდრე ქართული ოცნება რეპრესიებს აგრძელებს.
უფრო მეტიც, გვაქვს ბერკეტები, მიზანმიმართული სანქციები, მათ შორის ვიზების შეზღუდვა საფრანგეთში, იმ ხალხისთვის, ვინც რეპრესიებთან კავშირშია და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - ამბობს ის.
