logo
ENG



ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

19 მარ 202610:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/19/em8g6l0ne0ovx9r.jpg

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა. ინფორმაციას ადასტურებენ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

ის საქართველოს ბოლოს 13 წლის წინ სტუმრობდა.

მსოფლიო პატრიარქმა გუშინ, 18 მარტს ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. 


close დახურვა