logo
ENG



მერიამ 22 მარტის ჩათვლით შეცვლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა გამოაქვეყნა

19 მარ 202619:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/19/5zhfn7zw3a4m5ve.png

თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტის ჩათვლით სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

მერიის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში იცვლება ამავე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემაც. ცვლილებები შეეხება რამდენიმე მიკროავტობუსის მარშრუტს.

კერძოდ, N434, N478, N479, N522 და N576 მარშრუტის მიკროავტობუსები, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, გადაადგილდებიან შეცვლილი სქემით — საინგილოს ქუჩიდან დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან „ავლაბრის“ მეტროსადგურს.

უკუმიმართულებით მოძრაობისას აღნიშნული მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას ანალოგიური სქემით იმოძრავებს N525 მარშრუტის მიკროავტობუსიც.

რაც შეეხება N391 მარშრუტს, ავტობუსი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს. უკუმიმართულებით კი გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართისა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.


close დახურვა