რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე კრიჩეტოვის ცნობით, ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოში 80-კაციან დელეგაციას გზავნის.
მისივე ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის საპატრიარქოს მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს.
"მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელარუსიიდან. ბელარუსიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი და ეს ხელმძღვანელია რუსეთის დელეგაციის. მონაწილეობა ამ მსახურებაში, ეს კარგია, ეს ეკლესიის ერთობაა. ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება", - ამბობს დეკანოზი თეოდორე კრიჩეტოვი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქს 15:00 საათზე გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან, სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
