სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს. სამგლოვიარო მარშრუტის გასწვრივ მოწყობილი იყო სამხედროებისა და მოქალაქეების ცოცხალი დერეფანი, სადაც ათასობით ადამიანმა ქვეყნის პატრიარქს პატივი მიაგო.
გამოსვენებამდე სამების ტაძარში წირვა მოსაყდრე შიო მუჯირმა აღავლინა, ხოლო წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა შეასრულა.
93 წლის ასაკში გარდაცვალებულ პატრიარქს, მისივე ანდერძისამებრ, სიონის ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამოქალაქო პანაშვიდი გასული დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
