ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების სრულად დახურვაა. ამის შესახებ The Wall Street Journal ლ-ი წერს, წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, თეირანი ასევე მოითხოვს: ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნას; ირანზე განხორციელებული შეტევებისთვის კომპენსაციის გადახდას; გარანტიებს, რომ კონფლიქტი აღარ განახლდება; ისრაელის მიერ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებზე შეტევების შეწყვეტას;
ირანის მოთხოვნები მოიცავს რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებასაც. კერძოდ, თეირანი ცდილობს გააძლიეროს კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეზე და, ზოგიერთი ინფორმაციით, განიხილავს მის გავლით გემების გადაადგილებაზე დამატებითი კონტროლის დაწესებას.
