logo
ENG



მოსამართლემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ დახურა

25 მარ 202615:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/25/s9xg9dgifgmqcwg.jpeg

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი დამსწრეებისთვისა და მედიისთვის ისევ არ გახსნა. დახურულ სხდომას მხოლოდ მხარეები და ბრალდებულები ესწრებიან. პროცესის გახსნის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდებული პოლიტიკოსების ადვოკატებმა დააყენეს. 

თამარ მახარობლიძემ სასამართლო პროცესი 23 თებერვალს დახურა - მოსამართლემ თქვა, რომ დამსწრეები ემოციებს ვერ აკონტროლებდნენ.

8 ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება.


close დახურვა