ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) X-ზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ საქართველოზე ისაუბრა.
კერძოდ, განცხადების თანახმად, ლუის გრასამ გაიმეორა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები საქართველოსთვის ყურადღებით უნდა იქნეს განხილული.
ამასთან, აღნიშნულია, რომ სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციის პროცესები არ შეესაბამება ეუთო-ს ვალდებულებებს.
OSCE PA Special Representative on the South Caucasus Luis Graça expresses his sincere condolences on the passing of His Holiness Ilia II, Catholicos-Patriarch of All Georgia. “I extend my heartfelt sympathy to the Georgian people and all those who mourn his passing,” Graça said. pic.twitter.com/9GAIQug9d5
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოს შესახებ 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიში აღწერს 2024 წლის შემდეგ განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენას ადამიანის უფლებების მიმართულებით, მათ შორის, ბრალდებებს საპროტესტო აქციების დაშლისას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტის სავარაუდო გამოყენების შესახებ.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ გააუქმოს ყველა ის ცვლილება თუ კანონი, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად აფასებენ და მოუწოდებს, "უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები". ანგარიშში "რომის წესდებაზე" ხაზგასმით წერია, რომ "წესდების" ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).
