ფორმულასთან ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ 25 მარტს, გვიან ღამით, შუქრუთის მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა.
ტარიელ მიქაცაძის თქმით, რომ მაღაროელის გარდაცვალება, სავარაუდოდ, უკავშირდება მაღაროში სამუშაო პირობებს.
"როგორც ისმის და ამბობენ, არის გულით გარდაცვლილი. რომ დაამთავრა სამუშაოები მიწის ქვეშ, მაღაროში, გამოდიოდა, დაახლოებით რამოდენიმე ასეული მეტრი გამოიარა ფეხით, გამოვიდა ისეთ ადგილზე, სადაც მიწისქვეშა მატარებლით უნდა გამოსულიყო გარეთ და ამ დროს, გულმა დაარტყაო. [...]
მე ვფიქრობ, რომ უკავშირდება [გარდაცვალება სამუშაო პირობებს], რადგან იქ ჰაერის ცვალებადობა იყო, სადაც მუშაობდა, ჩემი აზრით, არ ჰქონდა განიავება და არ იყო სუფთა ჰაერი და ტემპერატურა. სადაც არ არის ჰაერი, იქ ძალიან მაღალი ტემპერატურაა, სადაც გამოვიდა, იქ ძალიან სწრაფად მოძრაობს ჰაერი და ვფიქრობ, ჰაერის ცვლილებამ შეუქმნა გულზე პრობლემები", - თქვა მან ფორმულასთან.
