logo
ENG



დუშეთში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი

28 მარ 202610:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/28/20sunmi3p3ujnlc.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დუშეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტში, 

1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში

 

close დახურვა