პოლიტიკოს ცნობით, ევროკავშირი კრიზისულ გეგმაზე მუშაობს იმ შემთხვევისთვის, თუ უნგრეთში არჩევნებს კვლავ ორბანი მოიგებს.
პოლიტიკო ევროკავშირის 10 დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები რამდენიმე იდეას განიხილავენ, რათა თავიდან აიცილონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის და ზოგიერთ შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა პრობლემური ლიდერის მიერ ბლოკის ფუნქციონირების ჩაშლა. ისინი ფიქრობენ რამდენიმე გეგმაზე, განიხილება - ხმის მიცემის წესის შეცვლა, დაფინანსების გაზრდა და გარიცხვაც კი.
"კანონის უზენაესობის პატივისცემა აუცილებელია ევროკავშირის ფონდებზე წვდომისთვის", - თქვა ევროკომისარმა მაიკლ მაკგრატმა პოლიტიკოსთან, როდესაც ჰკითხეს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც უფრო მკაცრი ფინანსური ჯარიმები დაეკისრებათ.
ევროკავშირის ვარიანტებს შორის პირველია ხმის მიცემის წესის შეცვლა, კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის გამოყენების გაფართოება - რომელიც ჩვეულებრივ მოითხოვს წევრი სახელმწიფოების 55 პროცენტის მხარდაჭერას - მგრძნობიარე სფეროებში, რომლებიც ამჟამად ყველას ჩართულობას საჭიროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ელემენტები, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო.
მეორე ვარიანტია მოქნილი ფორმატების უფრო ფართო გამოყენება - მსურველთა არაფორმალური კოალიციებიდან დაწყებული ქვეყნების მცირე ჯგუფებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობით დამთავრებული.
მესამე ვარიანტია აღსრულების უფრო აგრესიული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის ნაღდი ფულის დაკავება.
მეოთხე ვარიანტია ხმის მიცემის უფლების შეჩერება. 2018 წელს ევროპარლამენტმა აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულებების მე-7 მუხლი, რომელიც წევრი სახელმწიფოს ხმის მიცემის უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა, თუ ის ბლოკის ღირებულებებს დაარღვევს.
მეხუთე ვარიანტია ევროკავშირიდან გარიცხვა.
