logo
ENG



ადვოკატი: არ გვინდა, გავახაროთ არაადეკვატური ადამიანები - მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის

30 მარ 202618:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/9koq4mnoli61r4o.png

მიხეილ სააკაშვილი ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ფორმულა" მის უფლებადამცველს დაუკავშირდა. ბექა ბასილაიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"არ გვინდა, გავახაროთ არაადეკვატური ადამიანები და შევაშინოთ - ნორმალურები. მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის, მას არაფერი შეუშლის ხელს, იბრძოლოს", - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი საკანში დაეცა და დაზიანებები მიიღო.

"მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება. თბილისიდან სასწრაფოდ გამოიძახეს პენიტენციურის ექიმები. 2021 წლიდან რამდენიმე ქრონიკული დაავადება რაც სავარაუდოდ იყო ამ ამბის მიზეზიც", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

close დახურვა