logo
ENG



პენიტენციური: სააკაშვილმა გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო, ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება

30 მარ 202619:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/iikamoqvea4pyys.png

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო და პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

სოციალურ ქსელში დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავისა და კიდურების დაზიანება.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილს გადაუღეს რენტგენიც და არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.


close დახურვა