logo
ENG



ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე: მსგავსი ჩარევა წარმოუდგენელი, სრულად შეუძლებელია

31 მარ 202616:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/31/gb1i1273m0tytos.png

ფორმულამ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს განმარტებისთვის კითხვით მიმართა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, წარმოუდგენელია".

პასუხი სრულად:

"მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად.

უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი", - ამბობს ის.

***

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

რუსეთის დაზვერვა ამტკიცებს, რომ ბართლომეოსს სურს ისარგებლოს ილია მეორის გარდაცვალებით და "თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია".

დაზვერვა ირწმუნება, რომ ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებად განიხილავს - "დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი).


close დახურვა