აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე აირჩიეს.
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს, სადაც ანანიძეს უმრავლესობის მხარდაჭერა ერთხმად ჰქონდა.
მისი კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში სწორედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო წარდგენილი.
მანამდე ეს თანამდებობა დავით გაბაიძე ეკავა, რომელმაც პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
