logo
ENG



მეუფე ილარიონის თქმით, სინოდმა ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, განათლებაზე არ იმსჯელა

03 აპრ 202617:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/03/637lf4vhiiyz4kn.jpg

სინოდის სხდომიდან გამოსულმა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა თქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე სინოდმა ასაკობრივ ცენზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, ხოლო განათლებასთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.

მისივე თქმით, მომდევნო გაფართოებული სხდომა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, დასრულდა თუ არა უკვე სინოდის სხდომა, თუმცა, რამდენიმე მღვდელმთავარმა საპატრიარქო უკვე დატოვა.

წესით, დღევანდელ სხდომაზე უნდა შეთანხმებულიყო კრიტერიუმები - მათ შორის განათლებისა და ასაკობრივი შეზღუდვის საკითხები - რომელთა საფუძველზეც გაირკვეოდა, ვინ შეძლებდა საპატრიარქო კანდიდატურის დაყენებას.


close დახურვა