საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება.
ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურებთან იქნება დაკავშირებული.
მისი თქმით რომ პატრიარქის არჩევის მოთხოვნებიდან მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა
"პატრიარქის არჩევა არ არის მარტივი პროცესი, ყველაფერი მოწესრიგებულად უნდა იყოს, არ უნდა დარჩეს ორაზროვნება, ამიტომ, საორგანიზაციო საკითხებზე შეთანხმება იყო საჭირო.
განათლების თემის შესახებ განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად.
დღევანდელ სხდომაზე ასაკის საკითხი დაისვა, თუმცა რადგან ძალიან ბევრი სხვა საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე იქნას უფრო კონკრეტულად მიღებული ამაზე გადაწყვეტილება
ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რომელშიც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
