logo
ENG



კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება

04 აპრ 202613:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/04/9r78brcief3h5ab.png

BMG-ის ცნობით, კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ BMG შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ცნობარზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური გაზრდილია.

"შავი ზღვის უნივერსიტეტში" ამერიკისმცოდნეობის წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 2590 ლარის ნაცვლად 3190 ლარი გახდა. "ალტე" უნივერსიტეტში მედიცინის სწავლის ღირებულება 3500 ლარიდან 3950 ლარამდეა გაზრდილი. "საქართველოს უნივერსიტეტში" არქიტექტურის სწავლის წლიური საფასური 800 ლარით გაიზარდა და 4200 ლარის ნაცვლად 5000 ლარი იქნება, სამართალმცოდნეობის ახალი საფასური ასევე 5000 ლარია და 1500 ლარით არის გაძვირებული წინა წელთან შედარებით. "კავკასიის უნივერსიტეტში" რიგ მიმართულებებზე 400-1000 ლარიანი მატებაა - სამართლის მიმართულებაზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა, ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიის, ტურიზმის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე საფასური 4590 ლარის ნაცვლად 4990 ლარი გახდა, 1000 ლარით, 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური. "სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში" საჯარო მმართველობაზე სწავლის ღირებულება 2500 ლარიდან 2750 ლარამდე არის გაზრდილი.

" ქართული ოცნების" განათლების რეფორმის შედეგად, 2026 წლიდან საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, კერძო უნივერსიტეტებში კი იხსნება სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება.


close დახურვა