თბილისში, ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარეთლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, რაზეც "თბილისი ენერჯიმ" სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის", - ნათქვამია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.
