logo
ENG



POG: ქრთამის აღებისთვის თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

04 აპრ 202618:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/04/s1bsv1ki1hm37qd.jpeg

პროკურატურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსმა, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის სახით აღებული 3000 ლარის სანაცვლოდ, ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, წვევამდელ პირზე ისეთი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რამაც ამ უკანასკნელის სამხედრო ვალდებულების 3 წლით გადავადება განაპირობა", - ვკითხულობთ პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურის თანახმად, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

 


close დახურვა