logo
ENG



აფგან სადიგოვი: ამ უკანონო გადაწყვეტილების გამო საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს

05 აპრ 202617:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/z5i88h0c1ja6ndq.png

ამ უკანონო გადაწყვეტილების გამო საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს, - ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. საქართველოდან გაძევების შემდეგ მის პირველ კომენტარს აზერბაიჯანული გამოცემა Qazetci.org-ი ავრცელებს

მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს გადამცეს. ყაზახიდან ბაქოში მიგრაციის მთავარ სამმართველოში მიმიყვანეს. სამმართველოში მითხრეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეწყვეტილია. ამიტომ ჩემი დაკავებისთვის არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი. გათავისუფლებული ვარ და ბაქოში ვიმყოფები.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. ჩემი აზერბაიჯანში დეპორტაციის აკრძალვის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება უხეშად იქნა დარღვეული. ამ უკანონო გადაწყვეტილების გამო საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს.

უცხოეთიდან დეპორტირებულებს დაუყოვნებლივ კი არა, გარკვეული დროის შემდეგ აკავებენ. საქართველოდან დაბრუნებული რაშად რამაზანოვი, ასევე გერმანიიდან დეპორტირებულები ბაქოში დაბრუნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დააკავეს", - ამბობს სადიგოვი.


close დახურვა