საერთაშორისო გამჭვირვალობას ინფორმაციით, ქართული ოცნების აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ხვიჩა შარაშიძე კორპუსებს აშენებს, მისმა ბიზნესპარტნიორებმა კი ქართულ ოცნებას 625 ათასი ლარი შესწირეს.
გამჭვირვალობას ცნობით, შარაშიძემ კორპუსების მშენებლობა უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის დროს დაიწყო.
"სამშენებლო კომპანიების მფლობელი ბიზნესპარტნიორები, ლევან მჟავანაძე და ბესიკ (ბესარიონ) ბაჯელიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან. ლევან მჟავანაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ხვიჩა შარაშიძის ბიზნესპარტნიორიცაა. მათ ერთობლივი სამშენებლო ბიზნესი მაშინ დაიწყეს, როცა შარაშიძე “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა უმაღლეს საბჭოში. დღეს მმართველ პარტიას წირავენ თანხას ისინი და მათი სხვა პარტნიორებიც. მათ მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების და შემოწირულების გაღების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. საერთო ჯამში, ამ პირებმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 625,000 ლარი შეწირეს:
„ქართული ოცნების” დამფინანსებელი ლევან მჟავანაძე და 2016-2020 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოში შუახევის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ხვიჩა შარაშიძე ბიზნესპარტნიორები არიან შპს „დუპლექსში“ და შპს „დუპლექსი-სამშენებლო კომპანიაში“. მათ ბათუმში ააშენეს და ექსპლუატაციაში შეიყვანეს 43,274 კვადრატული მეტრი საერთო ფართის მქონე 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი:
ლევან მჟავანაძეს სხვა სამშენებლო კომპანიებიც აქვს. ის და ბესიკ ბაჯელიძე 13 კომპანიაში არიან ბიზნესპარტნიორები, რომელთაგანაც 6 აქტიური სამშენებლო კომპანიაა და დაკავებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობით და გაყიდვით. ამ კომპანიებმა ჯამში ააშენეს 217,350 კვ.მ საერთო ფართის მრავალბინიანი სახლები, საიდანაც 206,367 კვადრატული მეტრი საერთო ფართის მქონე 5 პროექტი მიმდინარე/მშენებარე სტატუსისაა და 10,983 კვადრატული მეტრი საერთო ფართის მქონე 1 პროექტი დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, კერძოდ:
ლევან მჟავანაძე, ასევე, ფლობს შპს „მუხრანის პურის” 51%-ს, ხოლო კომპანიის დარჩენილი 49% ლევან გრძელიძის საკუთრებაშია. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „მუხრანის პურს“, 2021 წლის 15 დეკემბერს, 5 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში გადასცა 185 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 4,000 ლარს. ლევან გრძელიძემ 20,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სრული ინფორმაცია იხილეთ ლინკზე
