რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმში თავდაცვის სამინისტროს An-26 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდა, შედეგად დაღუპულთა შორის ჩრდილოეთ ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ოტროშჩენკო არის.
მედიის ცნობით, ამის შესახებ მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ჩიბისმა რეგიონული მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ოტროშჩენკო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Аn-26-ში იჯდა, რომელიც ოკუპირებული ყირიმის თავზე დაეცა.
თვითმფრიმავის ჩამოვარდნის შედეგადაც ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა.
თვითმფრინავი 31 მარტს ოკუპირებულ ყირიმში კლდეზე შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფრენის წესების დარღვევის მუხლით.
