მას შემდეგ, რაც ტრამპი თეირანს ინფრასტრუქტურაზე იერიშებით დაემუქრა, რეჟიმი ახალგაზრდებს მოუწოდებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვები მოაწყონ.
"ელექტროსადგურები ჩვენი ეროვნული აქტივი და კაპიტალია, რომელიც, გემოვნებისა და პოლიტიკური ხედვების მიუხედავად, ირანის მომავალსა და ირანელ ახალგაზრდებს ეკუთვნის," თქვა ირანის ახალგაზრდობისა და მოზარდთა უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალირეზა რაჰიმიმ ვიდეომიმართვაში, რომელსაც ირანული სამთავრობო მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის რეჟიმს ინფრასტრუქტურის განადგურებით ემუქრება, თუკი შეერთებულ შტატებთან შეთანხმებაზე არ წამოვა. დათქმული ვადა სამშაბათს იწურება. პრეზიდენტი ტრამპის მიერ თეირანისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა ორშაბათს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ 5 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ბოლო ვადა ვაშინგტონის დროით სამშაბათს, 20:00 საათამდე გაახანგრძლივა.
