ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანში ხიდებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანა.
პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ობიექტებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია იყენებდა სამხედრო დანიშნულების მასალების გადასაზიდად, რაც, ისრაელის შეფასებით, იარაღის წარმოებას ემსახურებოდა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაცია თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან შეთანხმებით განხორციელდა. მისი თქმით, დარტყმები არ იყო მიმართული ირანის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს.
„ეს უკვე აღარ არის იგივე ირანი და არც იგივე ისრაელი. ჩვენ ძალთა ბალანსს სრულიად ვცვლით,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
