logo
ENG



რას სწერს ფორმულას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აფგან სადიგოვის გაძევებაზე

08 აპრ 202618:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/h3ezn78q1ne1dq5.png

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფორმულასთან აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებამდე საქართველოს მთავრობას მიუთითეს, რომ სასამართლოში მიმდინარე საქმის დასრულებამდე ეს არ უნდა მომხდარიყო.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს:

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2025 წლის 14 იანვარს და შემდგომში, 27 თებერვალს, სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ ბატონი [აფგან] სადიგოვი არ უნდა გაძევებულიყო აზერბაიჯანში იქამდე, სანამ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვა არ დასრულდებოდა".

5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს.

აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

მანამდე, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა დაწერა, რომ აფგან სადიგოვს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 


close დახურვა