logo
ENG



ფოფხაძე: ოკუპაციის თემა მთელ პოლიტიკურ სპექტრს უნდა აერთიანებდეს და პოლიტიკურ კონფლიქტები არ უნდა ხდებოდეს

28 ოქტ 201914:59
3 წუთის საკითხავი
 
m50hw7d6dbphj0f.png

 

საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ოკუპაციის თემა მთელ პოლიტიკურ სპექტრს უნდა აერთიანებდეს და ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური კონფლიქტები არ უნდა ხდებოდეს.

ამის შესახებ მან პარლამენტში, გამყოფ ხაზთან განვითარებული მოვლენების განხილვის შემდეგ განაცხადა.

„ძირითადად სტატისტიკაზე იყო საუბარი, ვიდრე ანალიტიკაზე. მე მაინც მივიჩნევ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც მთელ პოლიტიკურ სპექტრს უნდა აერთიანებდეს და ამ თემის ირგვლივ პოლიტიკურ კონფლიქტებში არ უნდა შევიდეთ,“ - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

„ქართული ოცნების“ წევრი სოფიო ქაცარავა კი აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზთან არსებული სიტუაცია მთავრობის მთავარი გამოწვევაა.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და სასარგებლო განხილვა დახურულ რეჟიმში. საერთაშორისო თანამეგობრობას ამ საკითხში აქვს ძალიან მნიშნელოვანი როლი. ასევე გვქონდა საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით, ამ საკითხის პრევენციის გზებზე,“ - აღნიშნა ქაცარავამ.

 


close დახურვა