დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის 37-ე წლისთავზე, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ევროპის ქვეყნების საელჩოების ახალგაზრდა სტაჟიორებმა ერთობლივად მიაგეს პატივი 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას.
ახალგაზრდებმა ტიტებით შეამკეს 9 აპრილის ბაღში მდებარე მემორიალი და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი დაღუპულ გმირთა თავგანწირვას, მათ ბრძოლას თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის.
აღინიშნა, რომ 1989 წლის მოვლენები იქცა ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამაც საფუძველი დაუდო ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტსაც, რომ წელს შესრულდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტაჟიორები საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, ნორვეგიის სამეფოსა და დანიის სამეფოს საელჩოებიდან.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ევროპის ქვეყნების საელჩოების სტაჟიორების ღონისძიებაში ერთობლივი მონაწილეობა, კიდევ ერთი მკაფიო დასტურია საქართველოსადმი ევროპული ქვეყნების სოლიდარობისა და მხარდაჭერის. ამასთან ერთად, ქართველი ახალგაზრდების მტკიცე არჩევანის, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
