logo
ENG



აღდგომის დღესასწაულზე უკრაინა და რუსეთი დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

10 აპრ 202620:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/10/u1nuia77iir7vc4.jpg

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომოდ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის ბრძანება გასცა.

პუტინის ბრძანების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა 11 აპრილის 16:00 საათიდან დაიწყება და 12 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდება.

პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

"უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. წელს სააღდგომო დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვედით და შესაბამისად ვიმოქმედებთ.

ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და მშვიდობისკენ რეალური პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, რომ აღდგომის შემდეგ თავდასხმებს აღარ დაუბრუნდეს", - თქვა ზელენსკიმ.

თავდაპირველად, უკარაინის პრეზიდენტმა 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზადა იყო აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის და ე.წ. ენერგეტიკული ზავისთვის თუ ამას რუსეთი მიიღებდა.

 

close დახურვა