logo
ENG



"ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით, უნგრეთის არჩევნებში მოსახლეობის ნება უნდა აისახოს

10 აპრ 202621:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/10/mwl8zzmylirxkln.png

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან დელეგაცია დააკვირდება, რომლის წევრები "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატები არიან. 

გიორგი კახიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი უნგრეთში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში ჩავიდნენ.

"ქართული ოცნების დეპუტატები" უნგრეთში საარჩევნო პროცესში მოსახლეობის ნების დაცვაზე და ევროკავშირის ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ. ამის შესახებ მათ პროსახელისუფლებო იმედის ეთერში განაცხადეს.

"შეუიარაღებელი თვალით ჩანს აქ გარე ძალის ჩარევა, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან.

ჩვენ ანალოგიური სურათს ვაკვირდებოდით სულ ახლახან საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობის დროს. რა თქმა უნდა ეს საყურადღებოა, ვუსურვებთ უნგრეთს მშვიდობას და სტაბილურობას.

ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს. აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს და იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე" - თქვა ირაკლი მეზურნიშვილმა 

"საგარეო ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი. ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო ამის გამოკვეთა და დღეს, ფაქტობრივად, ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული", თქვა ლევან მახაშვილმა

"ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული ქვეყნებისთვის. ამიტომაც მთელი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ყურადღება სწორედ აქეთკენ არის მოპყრობილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საერთო ჯამში მოსახლეობის ნება იყოს ასახული.

ამ ბოლო დროს, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან საქართველოზე თავდასხმებს და უნგრეთი ყოველთვის დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ამიტომ, ამ თვალსაზრისითაც გაზრდილია ჩვენი ყურადღება ამ არჩევნების მიმართ" - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები  კვირას, 12 აპრილს, უნდა გაიმართოს.


close დახურვა