logo
ENG



"არტემის II"-ის მისია მთვარის გარშემო მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა

11 აპრ 202610:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/11/25hor0ggntxi98k.png

NASA-ს ინფორმაციით, NASA-ს მისია "არტემის II" მთვარის გარშემო ისტორიული მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე წარმატებით დაეშვა.

"არტემის II"-ის ასტრონავტები მთვარის გარშემო 10-დღიანი მოგზაურობის შემდეგ წარმატებით და უსაფრთხოდ დაეშვნენ წყნარ ოკეანეში, სამხრეთ კალიფორნიის სან დიეგოს სანაპიროსთან.

"არტემის II"-ის ასტრონავტებმა მოგზაურობის ფარგლებში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორ წერტილს მიაღწიეს და 56 წლის წინ "აპოლო13"-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.

მისიის წევრები უკვე გადაიყვანეს სამაშველო ხომალდზე, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და თავს კარგად გრძნობენ.

მისიის მეთაურმა თქვა, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრი თავს კარგად გრძნობს.

"Artemis-II"-ის მისიაში შედიოდა ოთხი ადამიანი: ხომალდის მეთაური რიდ უიზმანი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის ინჟინერ-სპეციალისტი კრისტინა კუკი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, მფრინავი-გამომცდელი ჯერემი ჰანსენი. ჰანსენი გახდა ისტორიაში პირველი კანადელი, რომელიც მთვარეზე გაფრინდა. "Artemis-II"-ის ფარგლებში კოსმონავტებმა 10 დღე გაატარეს კოსმოსში, ამ დროის განმავლობაში ისინი გაფრინდნენ მთვარეზე, შემოუფრინეს მას გარშემო და დედამიწაზე უდაფრთხოდ დაბრუნდნენ.


close დახურვა