logo
ENG



მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

11 აპრ 202613:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/11/a920z2egf4o6n8o.png

მერიის ცნობით, მდინარე დიღმურას ხიდზე 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

"მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა იწყება. 15 აპრილის 00:00 საათიდან, სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება 5 თვის განმავლობაში. თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით: •ვაშლიჯვრის დასახლებისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გავლით, რომელიც დროებით ორმხრივი გახდება; •N 430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა